LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვინმეს თუ ექნება სურვილი, გარედან ჩაერიოს უკრაინის სიტუაციაში, საპასუხო დარტყმები ელვისებური იქნება – პუტინის მორიგი მუქარა

270
ფორტ

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი საკანონმდებლო საბჭოს წინაშე სიტყვით გამოვიდა.

მან ტრადიციულ შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას მას შემდეგ, რაც დამსწრე საზოგადოებას რუსეთის პარლამენტარიზმის დღე მიულოცა, უკრაინაში შექმნილ სიტუაციაზე ისაუბრა.

დონბასსა და უკრაინაში 24 თებერვალს რუსეთის მიერ დაწყებული სპეციალური ოპერაციის ყველა ამოცანა უპირობოდ შესრულდება, – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, ამ ამოცანის მიზანი უსაფრთხოების ზომების უზრუნველყოფაა.

„დონბასსა და უკრაინაში 24 თებერვალს ჩვენ მიერ დაწყებული სპეციალური ოპერაციის ყველა ამოცანა უპირობოდ შესრულდება, რათა ისტორიულ პერსპექტივაში გარანტირებული იყოს ლუგანსკისა და დონეცკის რესპუბლიკის მცხოვრებთა, რუსული ყირიმისა და მთელი ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების ზომები. საჭიროა მკაფიოდ გააზრება, რომ ჩვენმა სამხედროებმა აღკვეთეს რეალური საშიშროება, რომელიც მოელოდა ჩვენს სამშობლოს“, – განაცხადა პუტინმა.

ვინმეს თუ ექნება სურვილი, გარედან ჩაერიოს უკრაინის სიტუაციაში და შექმნას სტრატეგიული საფრთხე, მაშინ საპასუხო დარტყმები ელვისებური იქნება,  – განაცხადა პუტინმა და დასძინა:

„ჩვენ ამისთვის გვაქვს ყველა ინსტრუმენტი, ისეთი, რომლითაც სხვები ახლა ვერ დაიტრაბახებენ. არ დვაიწყებთ ტრაბახს – ჩვენ მათ გამოვიყენებთ, თუ ამის საჭიროება იქნება“. – განმარტა რუსეთის პრეზიდენტმა.

რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, საფრთხის შემთხვევაში, ელვისებური დარტყმის შესახებ გადაწყვეტილებები უკვე მიღებულია.

რუსეთ-უკრაინის ომის ქრონოლოგიასა და მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით → ამ ბმულზე.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g