რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი მარია ხაზაროვა უკრაინასთან მოლაპარაკებების პროცესს ეხმიანება და აცხადებს, რომ რუსეთმა უკვე დაკარგა ნდობა უკრაინელი მომლაპარაკებლების მიმართ.
ამის შესახებ ზახაროვამ დღეს “Россия-24”-თან ინტერიუში განაცხადა და თქვა, რომ “ამ ხალხის ნდობა დიდი ხანია არ არსებობს”:
“აქ აღარ არის საუბარი, რომ “ენდო, მაგრამ გადაამოწმო”. აქ საუბარია უფრო გადამოწმებაზე, რადგან ამ ხალხისადმი ნდობა უკვე დიდი ხანია, არ არის.
იმ ადამიანის ოფისის მხრიდან, რომელიც საკუთარ თავს უკრაინის პრეზიდენტს უწოდებს და რომელსაც უფლებამოსილებები აქვს, იყო თხოვნა მოლაპარაკებების შესახებ. რუსეთმა ამ თხოვნაზე უარი არ თქვა. შემდეგ, როგორც ყოველთვის, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით დაიწყო ცირკი კიევის რეჟიმის მხრიდან: ჯერ მოდიან, მერე არ მოდიან, ხან მონაწილეობენ, ხან არ მონაწილეობენ. იყვნენ თუ არა ამისთვის მოსკოვში მზად? დიახ, რა თქმა უნდა”, – თქვა ზახაროვამ.
მარია ზახაროვამ ასევე აღნიშნა, რომ ბოლო წლებში კიევის მიდგომა მოლაპარაკებებისადმი ზუსტად ასეთი იყო და მან მინსკის შეთანხმებებიც ახსენა”
“კლასიკური სქემა, რომელიც მეტყველებს იმაზე, რომ რეჟიმი არ არის დამოუკიდებელი, არამედ კონტროლდება და მეორე, მოლაპარაკებებს ყურადღების გადატანის მიზნით იყენებენ”, – თქვა მან.