რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ “აზოვსტალის” ტერიტორიიდან ევაკუირებული უკრაინელი მებრძოლები, წინასწარი დაკავების ცენტრში არიან გადაყვანილები.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო: ორ დღეში “აზოვსტალიდან” 959 მებრძოლი ჩაბარდა
ამის შესახებ სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ გუშინ, უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და აქვე აღნიშნა, რომ უკრაინელი სამხედროები ცდილობენ, მოკლან აზოვის “ნაციონალისტური ბატალიონის” ის მებრძოლები, რომლებიც რუსებს ჩაბარდნენ.
ზახაროვას თქმით, აზოვის ჯარისკაცები, რომლებმაც მარიუპოლი უიარაღოდ დატოვეს, დონეცკის გარეუბანში მდებარე ილენოვკას წინასწარი დაკავების ცენტრში მოათავსეს, ცენტრს კი სულ მალე, მისი თქმით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა სარაკეტო სისტემიდან ცეცხლი გაუხსნეს.
“კიევის რეჟიმი ყოველთვის ასე ექცეოდა საკუთარ მოქალაქეებს – როგორც სამოქალაქო, ასევე სამხედრო პერსონალს. არც ეს ამბავი იყო გამონაკლისი”, – თქვა ზახაროვამ.
პრესსპიკერმა თქვა, რომ ყველა დაზარალებულს სამედიცინო დახმარება უტარდება და აღნიშნა, რომ უკრაინის ტერიტორიაზე სამხედრო ტყვეებს სულ სხვანაირად ეპყრობიან.
შეგახსენებთ, გუშინ რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ 24 საათში მათ “აზოვსტალში” ჩარჩენილი 694 უკრაინელი მებრძოლი ჩაბარდა.
უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში