LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზახაროვას განცხადების გამო, რუსეთის ელჩი მოლდოვის საგარეო უწყებაში დაიბარეს

160
მარია ზახაროვა

მოლდოვაში რუსეთის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში გამოიძახეს.

როგორც მედიასაშუალებები მოლდოვის საგარეო უწყების პრესსპიკერზე დაყრდნობით წერენ, ელჩის დაბარება უკავშირდება მოლდოვის პრეზიდენტის მისამართით რუსეთის მხრიდან გაკეთებულ შეურაცხმყოფელ და მიუღებელ განცხადებას.

კონკრეტულად კი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას სიტყვებს:

“ვინც თავს აძლევს ასეთი სიტყვების თქმის უფლებას სიმბოლოზე, რომლისთვისაც ადამიანებმა სიცოცხლე გაწირეს, რათა სხვებს ეცხოვრათ, თავად აღმოჩნდებიან ისტორიის ნაგავსაყრელზე”.

მანამდე კი მოლდოვის პარლამენტმა გეორგიევსკის ლენტი აკრძალა, ქვეყნის პრეზიდენტმა მაია სანდუმ კი თქვა:

“ომს და მის სიმბოლოებს მკაფიოდ უნდა ვუთხრათ არა და ჩვენს საზოგადოებაში მისი გამოყენება გამოვრიცხოთ. ასეთი სიმბოლოების ადგილი ისტორიის ნაგავსაყრელზეა, განადგურებისა და სიკვდილის სხვა ბარბაროსული სიმბოლოების გვერდით. ეს გადაწყვეტილება არის ვალი ომის ყველა მსხვერპლისა და გადარჩენილების წინაშე”.

როგორც მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი დანიელ ვოდესი განმარტავს, სამინისტრომ გაითვალისწინა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივნის განცხადება, სადაც არის არაკონსტრუქციული და მიუღებელი რიტორიკა მოლდოვის პრეზიდენტის წინააღმდეგ, ხოლო ისტორიული მოვლენები პროპაგანდისტულად გამოიყენება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g