LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზალუჟნი: ვიბრძოლებთ, ვიდრე ძალა გვეყოფა – მოლაპარაკებების პირობა ერთია – რუსეთმა უნდა დატოვოს ყველა დაკავებული ტერიტორია

54
ზალუჟნი და უკრაინის არმია

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის, ვალერი ზალუჟნი განცხადებით, უკრაინა თავისი ტერიტორიების გათავისუფლების გზაზე, არავითარ პირობებზე არ გაჩერდება.

ამასთან, ზალუჟნის თქმით, უკრაინელი სამხედროები არ მიიღებენ არანაირ კომპრომისულ გადაწყვეტილებებს. როგორც ზალუჟნი „ტელეგრამ“ არხზე წერს, ამის შესახებ ის აშშ-ის შეიარაღებული ძალების შტატების უფროსთა კომიტეტის თავმჯდომარეს, გენერალ მარკ მილის ტელეფონით ესაუბრა.

„დავარწმუნე, რომ ჩვენ ვიბრძოლებთ, ვიდრე ძალა გვეყოფა. ჩვენი მიზანია რუსეთის ოკუპაციისგან უკრაინული მიწის გათავისუფლებაა. ჩვენ ამ გზაზე არანაირ პირობებზე არ გავჩერდებით.

უკრაინელი სამხედროები არ მიიღებენ არანაირ მოლაპარაკებებს, შეთანხმებებს ან კომპრომისულ გადაწყვეტილებებს. მოლაპარაკებების პირობა ერთია: რუსეთმა უნდა დატოვოს ყველა დაკავებული ტერიტორია“, – წერს ზალუჟნი.

გარდა ამისა, როგორც ზალუჟნი საკუთარ პოსტში აღნიშნავს, იგი ასევე ესაუბრა ამერიკელ გენერალს ფრონტის ხაზზე არსებულ სიტუაციისა და უკრაინის თავდაცვითი ძალების საჭიროებების შესახებ. მისი თქმით, ფრონტზე სიტუაცია სტაბილური და კონტროლირებადია.

„ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით მოწინააღმდეგის ქმედებებს ბელარუსთან საზღვარზე და ვაშენებთ საიმედო ფარს ჩრდილოეთიდან უკრაინის დასაცავად.“– განაცხადა უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა.

მისი თქმით, საოკუპაციო ძალების წინააღმდეგობის მიუხედავად, უკრაინის თავდაცვის ძალები განაგრძობენ შეტევას ხარკოვის მიმართულებით, ასევე ხერსონის მიმართულებით უკრაინელი სამხედროები სტაბილიზაციის მოქმედებებს ახორციელებენ და თავდაცვას აძლიერებენ.

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც მოუწოდებს რუსეთს, აუნაზღაუროს უკრაინას მიყენებული ზიანი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g