LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია, რომელიც მოუწოდებს რუსეთს, აუნაზღაუროს უკრაინას მიყენებული ზიანი

68
გაერო

გაერო-მ რეზოლუცია მიიღო, რომელიც რუსეთს უკრაინაში შეჭრის გამო პასუხისმგებლობას აკისრებს, მათ შორის მიყენებული ზარალის ანაზღაურებისკენ მოუწოდებს

193-წევრიან ორგანიზაციაში, კენჭისყრისას რეზოლუციას მხარი 94-მა სახელმწიფომ დაუჭირა, 14-მა წინააღმდეგ მისცა ხმა, 73-მა კი თავი შეიკავა.

რეზოლუცია აღიარებს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ განხორციელებული „უკანონო ქმედებების“ შედეგად წარმოქმნილი ზარალისა და დანაკარგის რეპარაციისთვის საერთაშორისო მექანიზმის შექმნის აუცილებლობას.

გაერო-ს აღნიშნული რეზოლუცია რეკომენდაციას აძლევს ასამბლეის წევრ ქვეყნებს, უკრაინასთან თანამშრომლობით, შექმნან „საერთაშორისო რეესტრი“, რომელიც იმ ინფორმაციის დოკუმენტირებას მოახდენს, რომელიც რუსეთის მიერ უკრაინელებისთვისა და უკრაინის მთავრობისთვის მიყენებულ ზიანსა და დანაკარგებს ეხება.

შეგახსენებთ, რომ რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო და ოკუპანტის აგრესია ამ დრომდე გრძელდება.

ამავე თემაზე:

“ოკუპანტების სასტიკი წინააღმდეგობის მიუხედავად, ხარკოვის მიმართულებით შეტევებს ვაგრძელებთ…კომპრომისი არ მიიღება” – ვალერი ზალუჟნი

ვლადიმერ პუტინმა უცხო ქვეყნის მოქალაქეებს რუსეთის ჯარში მსახურების უფლება მისცა

ომის დაწყებიდან დღემდე, რუსებმა უკრაინაში 80 000-ზე მეტი ჯარისკაცი დაკარგეს: უკრაინის გენშტაბი

უკრაინელი სამხედროები ხერსონში შევიდნენ

“ჩვენ ღია ვართ დიალოგისთვის წინაპირობების გარეშე” – რუსეთი უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებას კვლავ ითხოვს

უკრაინის გენშტაბი – თავდაცვის ძალები განაგრძობენ ხერსონის მიმართულებით დასახლებების გათავისუფლებას

“ისტორიული დღეა, ხერსონს ვიბრუნებთ, ხერსონელები ელოდებოდნენ, არასდროს უთქვამთ უარი უკრაინაზე” – ვოლოდიმირ ზელენსკი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები