LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვლადიმერ პუტინმა უცხო ქვეყნის მოქალაქეებს რუსეთის ჯარში მსახურების უფლება მისცა

80
ვლადიმირ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეებს რუსეთის შეიარაღებულ ძალებში მსახურების უფლებას აძლევს, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

„ეს დებულება განსაზღვრავს სამხედრო სამსახურის გავლის წესს მშვიდობიანობის დროს იმ მოქალაქეების მიერ, რომლებსაც აქვთ უცხო სახელმწიფოს მოქალაქეობა, ან ბინადრობის მოწმობა, ან უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე მოქალაქის მუდმივი ცხოვრების უფლების დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი“, – ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო და ოკუპანტის აგრესია ამ დრომდე გრძელდება.

ამავე თემაზე:

ომის დაწყებიდან დღემდე, რუსებმა უკრაინაში 80 000-ზე მეტი ჯარისკაცი დაკარგეს: უკრაინის გენშტაბი

უკრაინელი სამხედროები ხერსონში შევიდნენ

“ჩვენ ღია ვართ დიალოგისთვის წინაპირობების გარეშე” – რუსეთი უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებას კვლავ ითხოვს

უკრაინის გენშტაბი – თავდაცვის ძალები განაგრძობენ ხერსონის მიმართულებით დასახლებების გათავისუფლებას

“ისტორიული დღეა, ხერსონს ვიბრუნებთ, ხერსონელები ელოდებოდნენ, არასდროს უთქვამთ უარი უკრაინაზე” – ვოლოდიმირ ზელენსკი

magti 5g