LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ოკუპანტების სასტიკი წინააღმდეგობის მიუხედავად, ხარკოვის მიმართულებით შეტევებს ვაგრძელებთ…კომპრომისი არ მიიღება” – ვალერი ზალუჟნი

103
ზალუჟნი და ჯარი

უკრაინელი სამხედროები არ მიიღებენ მოლაპარაკებებს, შეთანხმებებს ან კომპრომისულ გადაწყვეტილებებს, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ვალერი ზალუჟნიმ აშშ-ის გაერთიანებული შტაბის უფროსთან მარკ მილისთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა.

როგორც ზალუჟნი აღნიშნავს, უკრაინელების მიზანი ქვეყნის მთლიანი ტერიტორიის გათავისუფლებაა.

“უკრაინელი სამხედროები არ დაეთანხმებიან არანაირ მოლაპარაკებებს, შეთანხმებებს ან კომპრომისულ გადაწყვეტილებებს. მოლაპარაკებების პირობა არის ერთი: “რუსეთმა უნდა დატოვოს ყველა ოკუპირებული ტერიტორია”, – ხაზგასმით აღნიშნა მან.

ზალუჟნიმ ამერიკელ კოლეგას ოპერატიული ვითარება და თავდაცვის ძალების პრიორიტეტული საჭიროებები გააცნო. ასევე აღნიშნა, რომ ფრონტზე ვითარება სტაბილურია და კონტროლს ექვემდებარება.

გარდა ამისა, მთავარსარდალმა განაცხადა, რომ უკრაინის თავდაცვის ძალები, მიუხედავად საოკუპაციო ძალების სასტიკი წინააღმდეგობისა, აგრძელებენ შეტევით ოპერაციებს ხარკოვის მიმართულებით.

მან ასევე აღნიშნა, რომ ხერსონის მიმართულებით უკრაინის ჯარები თავდაცვის ხაზებს აძლიერებენ.

შეგახსენებთ, რომ რუსეთმა უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომი 2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო და ოკუპანტის აგრესია ამ დრომდე გრძელდება.

ამავე თემაზე:

ვლადიმერ პუტინმა უცხო ქვეყნის მოქალაქეებს რუსეთის ჯარში მსახურების უფლება მისცა

ომის დაწყებიდან დღემდე, რუსებმა უკრაინაში 80 000-ზე მეტი ჯარისკაცი დაკარგეს: უკრაინის გენშტაბი

უკრაინელი სამხედროები ხერსონში შევიდნენ

“ჩვენ ღია ვართ დიალოგისთვის წინაპირობების გარეშე” – რუსეთი უკრაინასთან სამშვიდობო მოლაპარაკებას კვლავ ითხოვს

უკრაინის გენშტაბი – თავდაცვის ძალები განაგრძობენ ხერსონის მიმართულებით დასახლებების გათავისუფლებას

“ისტორიული დღეა, ხერსონს ვიბრუნებთ, ხერსონელები ელოდებოდნენ, არასდროს უთქვამთ უარი უკრაინაზე” – ვოლოდიმირ ზელენსკი

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები