LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზამთრის კურორტებზე დასვენება გაძვირდება?

საქართველოში, ზამთრის კურორტებზე, შესაძლოა, დასვენება გაძვირდეს.

როგორც სასტუმროების მფლობელების ნაწილი ამბობს, ზამთარში გაზრდილი გაზის ტარიფისა და ეროვნული ვალუტის არასტაბილურობის გამო, შარშანდელ ფასებს ვერ შეინარჩუნებენ.

საოჯახო სასტუმროების მფლობელების ნაწილი კი „ფორტუნასთან“ ამბობს, რომ მომსახურების გაძვირებას არ აპირებს.

 

ბაკურიანი

სასტუმრო იმერეთში, ერთ-ერთი ნომრის მფლობელის თქმით, კომუნალური გადასახადის ზრდის მიუხედავად, ამ ზამთარსაც იგივე ტარიფს შეინარჩუნებს.

„არ ვაპირებ ტარიფის გაზრდას, გაზის ტარიფის ზრდის მიუხედავად, შევძლებ ფასის შენარჩუნებას“, – განაცხადა მან „ფორტუნასთან“.

კიდევ ერთი კერძო პირი, რომელიც ბაკურიანში ბინას ფლობს, „ფორტუნასთან“ აცხადებს, რომ მას თითქმის ყველაფერი ელექტროენერგიაზე აქვს, ამიტომ, გაზის ტარიფის ზრდა, მისი ოთახის ფასს არ გაზრდის.

სასტუმრო “მგზავრებში” კი განაცხადეს, ისევე როგორც ყოველთვის, სეზონის გააქტიურებასთან დაკავშირებით, ფასები შეიცვლება.

“ფასები ზამთარში გაიზრდება, თუმცა ეს გაზის ტარიფთან არაფერ შუაშია”, – განაცხადეს სასტუმროს წარმომადგენლებმა.

 

გუდაური

დაახლოებით, იგივე მდგომარეობაა გუდაურშიც. სასტუმროს მეპატრონეების ნაწილი ამბობს, რომ ფასები არ შეიცვლება, ნაწილი კი ძველი ტარიფების შენარჩუნებას წარმოუდგენლად მიიჩნევს.

საოჯახო სასტუმრო გუდაური ჰატის წარმომადგენელმა, რადიო „ფორტუნასთან“ განაცხადა, რომ მათ გაზის ტარიფის ზრდა არ შეხებია და შესაბამისად, არც მომსახურების ღირებულების გაძვირებას აპირებენ.

„ჩვენ ისედაც კომერციულ ფასს ვიხდიდით და ეს ზრდა არ შეგვხებია“, – განაცხადა სასტუმროს წარმომადგენელმა.

გუდაურში მდებარე სასტუმრო “თრუსოს” წარმომადგენელი ლევან კარიკაშვილი ამბობს, რომ ფასების შენარჩუნების მცირე შესაძლებლობაც არ აქვთ და გადაწყვეტილების მიღება “იძულებით მოუწევთ”.

“გაძვირდა აბსოლუტურად ყველაფერი. იძულებული ვართ, ფასი გავზარდოთ, წაგებაზე ხომ არვიმუშავებთ? როცა კომუნალური გადასახადი მატულობს, ავტომატურად ძვირდება ყველაფერი. ვერ დამისახელებთ მომსახურების ვერც ერთ სეგმენტს, სადაც ფასი არ გაზრდილა.

ჯერ არ არის გადაწყვეტილი, რამდენი ლარით აიწევს ფასი, დავითვლით და ვნახავთ”, – ამბობს ლევან კარიკაშვილი.

გაზი რეგიონის მოსახლეობისთვის ივლისში გაძვირდა. არსებობს დენისა და წყლის გადასახადის მატების საფრთხეც, ასე რომ, მომსახურების ფასის გასაზრდელად ყველა პირობაა შექმნილი.

ზაფხულამდე, რეგიონებისა და ქალაქების მიხედვით განსხვავებული სამომხმარებლო ტარიფი მოქმედებდა. სემეკმა კი დაადგინა ერთიანი ტარიფი და ის დღგ-ს ჩათვლით 56,935 თეთრით განისაზღვრა. ეს გულისხმობს იმას, რომ “სოკარ ჯორჯიას გაზის” არეალში აბონენტებს ტარიფი სხვადასხვა პროპორციით გაეზარდათ. ზოგიერთი აბონენტებისთვიდ ტარიფი 26 თეთრითაც კი გაძვირდება.

რაც შეეხება კომპანია საქორგაზის არეალს, აქაც პირველად დადგინდა ერთიანი ტარიფი და ის დღგ-ს ჩათვლით 57,011 თეთრით განისაზღვრა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g