6 თებერვალს, სან-სიროზე, ზამთრის 25-ე ოლიმპიური თამაშების გახსნის ცერემონია გაიმართება. ახლახან, ღონისძიებაზე აქამდე დაანონსებულ პერფორმერ მერაია ქერის, საღამოს მუსიკალურად გაფორმების ნაწილში, ანდრეა ბოჩელი და ლაურა პაუზინი შეუერთდნენ. ორგანიზატორების განცხადებით, საკულტო იტალიელი შემსრულებლების გამოსვლა შოუს დაუვიწყარ ,,ჰაილაითად” იქცევა.
მერაია ქერი ზამთრის ოლიმპიური თამაშების გახსნაზე იმღერებს
ცნობილი გახდა ისიც, რომ ცერემონიაზე პატივს ჯორჯო არმანის ხსოვნას მიაგებენ. იტალიელი დიზაინერი, რომელიც შარშან, 91 წლის ასაკში გარდაიცვალა, დიდი ხნის განმავლობაში იტალიის ოლიმპიური გუნდის უნიფორმებს ქმნიდა.
ზამთრის 25-ე ოლიმპიური თამაშები მილანსა და კორტინა დ’ამპეცოში, 22 თებერვლის ჩათვლით ჩატარდება.