LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზამთრის პერიოდში გათბობის უზრუნველსაყოფად, გამყოფ ხაზთან მცხოვრებ მოსახლეობას სახელმწიფო ფინანსურად დაეხმარება, სტუდენტების 2021-2022 სასწავლო წლის დაფინანსება კი გაგრძელდება

91
დათა პაპა ოკუპაცია დავით თაბაგარის ფოტო

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, თეა ახვლედიანმა მიმდინარე ოკუპაციის მძიმე შედეგებსა და კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობისთვის ცხოვრების სათანადო პირობების უზრუნველყოფის მიზნით, მათი მხარდაჭერის მნიშვნელობაზე  ისაუბრა და თქვა, რომ სწორედ გამყოფი ხაზების სიახლოვეს მცხოვრებ მოსახლეობაზე ზრუნვა წარმოადგენს შერიგების და ჩართულობის პოლიტიკის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს.

აღნიშნულ თემაზე სახელმწიფო მინისტრმა, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებითი სამთავრობო კომისიის სხდომაზე ისაუბრა. კომისიაზე რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი განიხილეს, მათ შორის კომისიამ გადაწყვიტა, გამყოფი ხაზების მიმდებარე სოფლებში მცხოვრები მოსახლეობას, გასათბობად, ზამთრის პერიოდში ფინანსურად დაეხმარონ, ასევე, სტუდენტების 2021-2022 სასწავლო წლის დაფინანსება გაუგრძელონ.

თეა ახვლედიანმა ხაზი გაუსვა იმ პროექტების მნიშვნელობას, რომლებიც, კომისიის მიერ გაწეული ძალისხმევის ფარგლებში, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში 2013 წლიდან განხორციელდა: გაზიფიკაციის, წყლით მომარაგების, განათლების დაფინანსების, ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის და სხვა მიმართულებებით. სახელმწიფო მინისტრის თქმით, ამ სოფლების სოციალურ-ეკონომიკური განვითარება არის ძლიერი პოლიტიკური გზავნილი ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვისაც, როგორც საქართველოს ხელისუფლების ადამიანზე ორიენტირებული პოლიტიკის თვალსაჩინო გამოვლინება.

 

პოპულალურები