LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯანდაცვის მინისტრის ცნობით, სამედიცინო სასწავლებლების წარმატებულ 100-150 სტუდენტს 2-3 წლის განმავლობაში საზღვარგარეთ სწავლისა და ცხოვრების ხარჯებს დაუფინანსებენ 

191
ზურაბ აზარაშვილი

ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, სამინისტრო სახელმწიფო სამედიცინო სასწავლებლების წარმატებულ 100-150 სტუდენტს 2-3 წლის განმავლობაში საზღვარგარეთ სწავლისა და საცხოვრებელ ხარჯებს დაუფინანსებს.

მისივე ცნობით, დაბრუნების შემდეგ, სტუდენტებს სახელმწიფო სამედიცინო კლინიკებში დასაქმების შესაძლებლობა ექნებათ.

მინისტრის თქმით, პროგრამის ბიუჯეტი პირველ ეტაპზე 10 მილიონი ლარი იქნება.

„მინდა ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის შესახებ გითხრათ რამდენიმე სიტყვა.

ეს ეხება ზოგადად სახელმწიფო კლინიკებში კვალიფიკაციისა და თანამშრომლების დონის ამაღლებას და გულისხმობს იდეას, სადაც საქართველოს სამედიცინო სასწავლებლებიდან იქ, სადაც ყველაზე მაღალი სწავლის დონეა, ამ სასწავლებლების შერჩევა და შემდეგ წარმატებული სტუდენტების შერჩევა.

ჩვენი სამინისტროს ბიუჯეტით, მომდევნო 2-3 წლის განმავლობაში, 100-იდან 150 სტუდენტის საზღვარგარეთ გაშვებას უზრუნველვყოფთ, სადაც სრულად იქნება დაფინანსებული მათი რეზიდენტურის ხარჯები.

ქვეყანას 2-3 წლის შემდეგ იქიდან დაბრუნებული სტუდენტების სახით, ძალიან სერიოზული სამედიცინო აქტივი ეყოლება, რომლითაც ჩვენ გარანტირებულად შევთავაზებთ სახელმწიფო სამედიცინო კლინიკებში დასაქმებას.

ამ პროგრამის ბიუჯეტი პირველ ეტაპზე დაახლოებით 10 მილიონი ლარი იქნება, რაც როგორც სწავლების, ასევე იქ ცხოვრების ყველანაირ ხარჯებს მოიცავს.

რეზიდენტურის ეს პროგრამა თითოეული სტუდენტისთვის 18-იდან 24 თვემდე იქნება“. – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები