LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზამთრის საკურორტო სეზონი დღეს ოფიციალურად გაიხსნა

87

დღეს გუდაურსა და ბაკურიანში ზამთრის სეზონი ოფიციალურად გაიხსნა. გუდაურში სეზონის გახსნას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი დაესწრო. გუდაურში ასევე იმყოფებოდნენ სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე და „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ დირექტორი ალექსანდრე ონოფრიშვილი.

როგორც ქუმსიშვილმა განაცხადა, წელს სეზონი გუდაურში ბოლო 15 წლის მანძილზე ყველაზე ადრე გაიხსნა, რაც განაპირობა ზამთრის საკურორტო ინფრასტრუქტურის, პირველ რიგში კი, ხელოვნური გათოვლიანების სისტემის ამოქმედებამ.

„ის საშუალებას იძლევა კურორტი აღარ იყოს დამოკიდებული ბუნებრივ კლიმატურ პირობებზე და სეზონი ყოველწლიურად განსაზღვრულ დროს გაიხსნას. გუდაურში დამონტაჟებულია 29 თოვლის საფრქვევი აპარატი, რომელიც 1100 მეტრიან ტრასას ათოვლიანებს,“- განაცხადა მინისტრმა.

„ჩვენ ველოდებით სტუმრებს არა მხოლოდ საქართველოდან, არამედ უცხოეთიდანაც. კურორტის სწორი განვითარება იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ კურორტზე მეტი ინვესტიციები მოვიზიდოთ“, – განაცხადა მინისტრმა.

მისი თქმით, კერძო სექტორი გააქტიურებულია, რაც გამოიხატება გუდაურში ახალი სასტუმროებისა და სხვა ტურისტული ობიექტების მშენებლობაში. „ეს არის იმის საწინდარი, რომ ჩვენ სტუმრებს უკეთესად დავხვდებით. ტურისტების მატება ქმნის ახალ სამუშაო ადგილებს, დამატებით სერვისებს, რაც მნიშვნელოვანია საქართველოს ეკონომიკის განვითარებისთვის“, – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

დიმიტრი ქუმსიშვილმა გუდაურის საკურორტო ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და კურორტის სამაშველო სამსახურის თანამშრომლებს გაესაუბრა. მინისტრის განცხადებით, აღნიშნული სამსახურის გამართული მუშაობა ძალიან მნიშვნელოვანია. მისი თქმით, ტურისტებმა გუდაურში თავი უსაფრთხოდ უნდა იგრძნონ და ისინი დარწმუნებულნი უნდა იყვნენ, რომ საჭიროების დროს მათთან მაშველები დროულად მივლენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები