LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს ზამთრის ტურისტული სეზონის მარკეტინგული კამპანია Expedia-ზე

118
11

საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ  მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს სამოგზაურო პლატფორმაზე Expedia ახალი მარკეტინგული კამპანია დაიწყო.

Expedia-სა და მის პარტნიორ ვებგვერდებზე საქართველოს ტურისტული მიმართულების, ზამთრის კურორტების,  ბუნების, სათავგადასავლო ტურიზმისა და სხვა ტურისტული პროდუქტებს შესახებ ინფორმაცია განთავსდება, მომზადდება  ციფრული ბანერები. კამპანია სოციალურ ქსელებსაც მოიცავს.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მარკეტინგული კამპანიის სამიზნე ბაზრებია: აშშ, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, საუდის არაბეთი და არაბთან გაერთიანებული საამიროები.

Expedia-ს მთელ მსოფლიოში 68 მილიონზე მეტი მომხმარებელი ჰყავს და მსოფლიოს 70-ზე მეტ ქვეყანაში 200-ზე მეტი ელექტრონული დაჯავშნის ვებგვერდს აერთიანებს. Expedia მომხმარებელს ინფორმაციას აწვდის 3 მილიონი ტურისტული, განთავსების ობიექტის, უძრავი ქონების, 500-ზე მეტი ავიაკომპანიის, საკრუიზო და ავტო გაქირავების კომპანიის შესახებ.

magti 5g