”ზარაფხანა” მომხმარებელს ქალთა დღესასწაულთან დაკავშირებით 15-დან 40%-მდე ფასდაკლებას სთავაზობს. როგორც ”ფორტუნა პლუსთან” საუბრისას ”ზარაფხანას” მარკეტინგისა და გაყიდვების მენეჯერმა ბაია თორაძემ განაცხადა, ფასდაკლება სრულ კოლექციებსა და შეკვეთებზე ვრცელდება. „ზარაფხანა“–ში მუდმივად მოქმედებს ”საქართველოს ბანკის”, ”თიბისი ბანკისა” და ”ლიბერთი ბანკის” 0%-იანი განვადება.
მისივე ინფორმაციით, „ზარაფხანას“ სამკაულები შესრულებულია ოქროს ან ვერცხლის ლითონში, ხოლო სუვენირები ვერცხლსა და თოთბერში. საივულერიო კომპანია ”ზარაფხანა” ათლწეულების მანძილზე ავითარებს ქართულ საოქრომჭედლო კულტურას, სწორედ ამის გამო, დღეს მისი სახელი დახვეწილ სტილთან, სანდოობასა და ხარისხთან ასოცირდება”, – განაცხადა თორაძემ.
2016 წლის 3 მარტს კომპანიამ გამოუშვა ახალი კოლექცია, „საზედაო“ ანუ ასომთავრული ინიციალები. რომელმაც დიდი მოწონება უკვე დაიმსახურა. ზარაფხანას მიერ შექმნილი უახლესი კოლექცია არის ასლი იმისა რაც დღემდე უძველეს ქართულ დამწერლობად შემოგვინახა ისტორიამ! სამკაული, შესრულებულია ვერცხლის ლითონში და დაფერილია სხვადასხვა ფერის როდიუმით.
ბრენდულ კოლექციებთან ერთად, ”ზარაფხანა” მომხმარებელს ექსკლუზიური შეკვეთების სერვისსაც სთავაზობს სადაც 10 მარტის ჩათვლით ასევე მოქმედებს ფასდაკლებები და სხვადასხვა აქციები.
”ჩვენი კომპანია ამ ეტაპზე მომხმარებლს სთავაზობს აქციას ”მე და ზარაფხანა გილოცავთ”, რომლის ფარგლებშიც მსურველებს შეუძლიათ გადაიღონ მისალოცი ვიდეოები და 12 მარტამდე გადმოგვიგზავნონ ელ.ფოსტაზე:[email protected]. კონკურსის ფარგლებში გამოვლინდება 3 გამარჯვებული, რომლებსაც გადაეცემათ 1000, 500 და 200 ლარიანი სასაჩუქრე ბარათი.
”ზარაფხანა” ლუბლიანას 15 ნომერში, აბაშიძის 29 ნომერში, ჭავჭავაძის 19 ნომერში, “გუდვილის” ქავთარაძის ფილიალსა და “თბილისი მოლის” I სართულზე მდებარეობს. გარდა ამისა მაღაზიის ფილიალები წარმოდგენილია ბათუმში, რუსთაველის 35 ნომერში და ბაქოში , ბულბულის გამზირი 3ა-ში. ხოლო, ექსკლუზიური და ინდივიდუალური შეკვეთებისათვის შეგიძიათ მიმართოთ, თბილისში, ჭავჭავაძისა 19 სა და ლუბლიანას 15 ში მდებარე ფილიალებს.