LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”ზარაფხანა” მომხმარებელს საახალწლო ფასდაკლებებს სთავაზობს

210

”ზარაფხანაში” საახალწლო აქციები დაიწყო. როგორც  ”ფორტუნას” კომპანიიდან აცნობეს,18 დეკემბრიდან „ზარაფხანას“ საცალო ქსელსა და ინდივიდუალურ შეკვეთებში საახალწლო 16 %-იანი  ფასდაკლება მოქმედებს.

„ თუ მომხმარებლის  შენაძენი იქნება 500 ლარზე მეტი, მათ გადაეცემათ სპეციალური 10%-იანი ფასდაკლების ბარათი, რისი მეშვეობითაც შესაძლებლობა ექნებათ ერთჯერადად ისარგებლონ დამატებითი ფასდაკლებით, რომელიც გაერთიანდება საახალწლო ფასდაკლებასთან,“- განმარტეს კომპანიაში.

გარდა ამისა, დღეიდან  26 დეკემბერამდე, ”ზარაფხანაში” მომხარებელს შესაძლებლობა მიეცემა  საყვარელი ადამიანსთვის საჩუქარი შეარჩიოს.  „სასაჩუქრე ბარათებს, რომლის ფულად ნომინალსაც მომხმარებელი თავად აირჩევს, მხოლოდ ამ სამი  დღის განმავლობაში  20 % იანი ფასდაკლებით გავყიდით,“- განაცხადეს „ზარაფხანაში“.

ამასთან,  23 დეკემბრიდან „ვიზა პრივილეგიების კლუბის“ წევრებს „ზარაფხანა“ მიანიჭებს ექსკლუზიურ პრივილეგიას და მუდმივმოქმედ ფასდაკლებებთან ერთად დამატებით  ფასდაკლებას აჩუქებს.

კომპანია მომხმარებელს 1000-ლარიანი სასაჩუქრე ბარათის მოპოვებასაც სთავაზობს და კონკურსს აცხადებს. „ 25 დეკემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა ექნება „ზარაფხანას“ ნებისმიერ მაღაზიაში, მისთვის სასურველ სამკაულთან  ერთად გადაიღოს საახალწლო განწყობის ფოტოსურათი, ატვირთოს „ზარაფხანას“ ინსტაგრამის გვერდზე (zarapxana) და  2016 წლის 15 იანვრის ჩათვლით დააგროვოს ყველაზე მეტი მოწონება,”- განაცხადეს კომპანიაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g