LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”ზარაფხანამ” ქართული ასომთავრული ინიციალებით კოლექცია შექმნა

363

”ზარაფხანამ” ქართული ასომთავრული ინიციალებით ახალი კოლექცია შექმნა, სახელწოდებით „საზედაო“. კოლექცია  33 ერთეულისაგან შეგდება და შესრულებულია 925 სინჯის ვერცხლის ნედლეულით. დაფერილია ოქროსფერი, წითელი, მუქი ლურჯი, ვერცხლისფერი და  ყავისფერი როდიუმით.

როგორც ”ფორტუნას” ”ზარაფხანადან” აცნობეს, ინიციალები ყურადღებას იქცევს ორნამენტულობით, ფერადოვნებითა და მასშტაბით. გააზრებული ტექსტურ-მხატვრულ აქცენტებად იგი გაფორმებულია გეომეტრიული, მცენარეების ფორმის ორნამენტით, ასევე ცხოველთა და ადამიანთა ფიგურებით.

”მათი შესრულებისას, ტრადიციისამებრ, გამოყენებულია ქრისტიანულ სახისმეტყველებაში ფართოდ გავრცელებული სიმბოლოები: ფასკუნჯი, თევზი, მზისა და მთვარის პერსონიფიკაცია. თითოეული მათგანი გრაფემათა ფორმას იმგვარად მისდევს, რომ, მხატვრული ეფექტის გარდა, შინაარსობრივი დატვირთვაც შესძინოს მას. მოქვის სახარების მხატრვული გაფორმება სწორედ უხვი და მრავალფეროვანი ასომთავრული ინიციალითა და საზედაო ასოთია შესრულებული – მასში მნიშვნელოვან როლს თამაშობს კოლორიტი, რომელიც ფერების ოქროს, წითლის, ლურჯის შეხამებითაა შედგენილი. ეს ფაქტორიც ინსპირაციის ერთ-ერთ წყაროდ იქცა კოლექცია „საზედაო“ ანუ ასომთავრული ინიციალების შექმნისას”, – განმარტეს ”ზარაფხანაში.

მათივე ინფორმაციით, კოლექციის შექმნით კომპანია შეეცადა გადმოეცა ის სიძლიერე, ცოდნა, ქართული ყოფის დამახასიათებელი ნიშან-თვისებები და მრავალსაუკუნოვანი ისტორია, რომელიც ქართული ენის და ქართველი ერის საგანძურია.

ცნობისთვის, ასომთავრული დამწერლობა – უძველესია ქართულ დამწერლობათა შორის. პირველი ადგილობრივი წერილობითი წყარო, სადაც ქართული „მწიგნობრობის“ შექმნის თაობაზეა საუბარი, არის „ქართლის ცხოვრება“.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g