გურიაში, გერმანული ფონდის „შპარკასეს“ ადგილობრივი წარმომადგენელი სალომე მოისწრაფიშვილი სოციალურ ქსელში გურიის სტიქიასთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს და სტიქიის ეპიცენტრში არსებულ ურთულეს ვითარებაზე წერს, რომელზეც მისივე თქმით, „თითქმის არავინ იღებს ხმას“.
სალომე მოისწრაფიშვილი წერს, რომ გურიის სტიქია, რაჭაში მომხდარ სტიქიაზე არანაკლებია.
ოზურგეთის და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფლებიდან 122 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
„სამწუხაროდ, ვერ ვხვდებით და არც მოდის საკმარისი ინფორმაცია იმაზე, რაც ახლა გურიაში ხდება. მთელი სოფლები განადგურდა, ხეხილი, თხილის და მანდარინის პლანტაციები, საცხოვრებელი სახლები, ინფრასტრუქტურა, გზა, გაყვანილობა, ელ. ენერგია, გაზი… არაფერი აღარაა. საუბარია იმაზე, რომ ხალხი საერთოდ გაასახლონ სოფლებიდან. დროებით ევაკუაციაზე კი არაა საუბარი, სამუდამოდ რომ გაასახლონ. ხალხი „მომწყვდეულია“ ამ გზამონგრეულ ადგილებში და ღამე ისევ წვიმაა, იქ კიდე რა იქნება, არავინ იცის, მანქანით რომ მიხვიდე და უცებ გამოიყვანო, ვერ გამოვა, ფეხით ძლივს გადადი-გადმოდიან.
ზარალის მხრივ ეს სტიქიაა ძალიან დიდია, არანაკლები შოვზე, და თითქმის არავინ იღებს ხმას. ეს ელიტარული და შერჩევითი გლოვა რა ფენომენია საერთოდ, არ ვიცი. ან რამდენი დღეა საჭირო, რომ მივხვდეთ, რა უბედურება გვჭირს ხოლმე, ან რომ მივხვდებით, მერე რას ვაპირებთ?
მე თითო-ოროლა საქველმოქმედო ინიციატივა შემხვდა მარტო (დავდებ კომენტარებში), სხვა არაფერი, უფრო დიდი ვიშვიშია ფეხბურთის მატჩზე…“, – წერს სალომე მოისწრაფიშვილი.
განახლებულ ინფორმაციას გურიის სტიქიის შესახებ ვრცლად წაიკითხავთ მითითებულ → ბმულზე
სამწუხაროდ, ვერ ვხვდებით და არც მოდის საკმარისი ინფორმაცია იმაზე, რაც ახლა გურიაში ხდება. მთელი სოფლები განადგურდა,…Posted by Salome Moistsrapishvili on Saturday, 9 September 2023