Edison Research-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებს „ქართული ოცნების“ დეპუტატი ირაკლი ზარქუა აფასებს.
„კეზერა“ ევროპელებს რომ ძარცვავს, მერე აფინანსებს ამ კვლევებს. ეს არის „ედისონ რისერჩის“ კვლევა, ვინ მოთვლის რამდენჯერ გამოვიჭირეთ, 20-25 პროცენტი აცდენებია.
იმდენად უსუსურები არიან, ვერ მოიფიქრეს, როგორ დამალონ „ქართული ოცნების“ რეიტინგი და 37 % დაუწერეს, ის კი გამოეპარათ, რომ 5 %-იანი ბარიერის პირობებში, 37 %-ის შემთხვევაში, უმრავლესობა გაქვს – 81 ხმა გამოდის. „ნაცებს“ 27 თუ 28 ჰქონდათ, ჯერ 22 დაუწერეს, ისიც გაზრდილი“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
ცნობისათვის, ტელეკომპანია „ფორმულამ“ Edison Research-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგები გამოაქვეყნა.
კითხვაზე, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, ალოკაციით, შეწონვის მეთოდით, რეიტინგი ასე ნაწილდება:
ქართული ოცნება – 37%
გამარჯვების პლატფორმა – 22%
საქართველოსთვის – 10%
გირჩი მეტი თავისუფლება, დროა – 4%
ლეიბორისტული პარტია – 4%
ლელო – 4%
ხალხისთვის (ანა დოლიძე) – 4%
გირჩი (იაგო ხვიჩია) – 4%
კონსერვატიული მოძრაობა ალტ-ინფო – 3%
მოქალაქეები – 2%
ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის – 1%
პატრიოტთა ალიანსი – 1%
სხვა – <1%
„ფორმულას“ ცნობით, კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1500 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი. ცდომილება არის +/- 3%. საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 2023 წლის 7 სექტემბრიდან 24 სექტემბრის პერიოდში.