LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რატომ გახარია? ამომრჩეველი დაიღალა არჩევანით მანკიერ წარსულსა (ნაცები) და მანკიერ აწმყოს (ქოცები) შორის“ – ხუხაშვილი Edison Research-ის კვლევის შედეგებზე

162
Untitled design (3)

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი Edison Research-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებს ეხმიანება.

დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს გამოკითხულთა 37% „ქართული ოცნებას“ მისცემდა ხმას, „გამარჯვების პლატფორმას“ – 22%, „საქართველოსთვის“ – 10% – Edison Research 

„რატომ გახარია?

პასუხი მარტივია – ის არის ერთადერთი პოლიტიკური ცენტრი, საკმაოდ კომპეტენტური გუნდით, რომელიც თანაბრად არის დისტანცირებილი „ნაცებისგან“ და „ქოცებისგან“.

ეს პოზიცია დღეს არის ყველაზე მოთხოვნადი.

ამომრჩეველი დაიღალა არჩევანით მანკიერ წარსულსა (ნაცები) და მანკიერ აწმყოს (ქოცები) შორის და ეძებს მეტ-ნაკლებად მისაღებ პოლიტიკოსებს, რომლებიც ამ დახშული წრიდან გამოიყვანენ და უკეთესი მომავლის არჩევანს შესთავაზებენ“, – წერს გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში.

 

რატომ გახარია?

პასუხი მარტივია – ის არის ერთადერთი პოლიტიკური ცენტრი, საკმაოდ კომპეტენტური გუნდით, რომელიც თანაბრად…

Posted by Gia Khukhashvili on ხუთშაბათი, 28 სექტემბერი, 2023

 

ცნობისათვის, ტელეკომპანია „ფორმულამ“ Edison Research-ის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგები გამოაქვეყნა.

კითხვაზე, დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, ალოკაციით, შეწონვის მეთოდით, რეიტინგი ასე ნაწილდება:

  • ქართული ოცნება – 37%
  • გამარჯვების პლატფორმა – 22%
  • საქართველოსთვის – 10%
  • გირჩი მეტი თავისუფლება, დროა – 4%
  • ლეიბორისტული პარტია – 4%
  • ლელო – 4%
  • ხალხისთვის (ანა დოლიძე) – 4%
  • გირჩი (იაგო ხვიჩია) – 4%
  • კონსერვატიული მოძრაობა ალტ-ინფო – 3%
  • მოქალაქეები – 2%
  • ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის – 1%
  • პატრიოტთა ალიანსი – 1%
  • სხვა – <1%

„ფორმულას“ ცნობით, კვლევის ფარგლებში, პირისპირი გამოკითხვის მეთოდით, ქვეყნის მასშტაბით შემთხვევითი შერჩევით გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1500 საარჩევნო უფლების მქონე 18 წლისა და მეტი ასაკის ადამიანი. ცდომილება არის +/- 3%. საველე სამუშაოები მიმდინარეობდა 2023 წლის 7 სექტემბრიდან 24 სექტემბრის პერიოდში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g