LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზარქუა: „ნიკანორ მელია, ონჯღორე სი!“

156
BeFunky-collage (4)

„ქართული ოცნების“ერთ-ერთი ლიდერი, ირაკლი ზარქუა „ენმ“-ში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და პარტიის თავმჯდომარეს, ნიკა მელიას მიმართავს.

„ნიკანორ მელია, ონჯღორე სი! ხაბე და მისი დაჯგუფების ასაყირავებელი რომ გახდები. ახია შენზე და იმსახურებ ამას ყველაფერს! 2012 წლის მერე, იმ კასრების ფაილების ნახვის შემდეგ, სადაც უამრავ დანაშაულებთან და სისაძაგლესთან ერთად, მსოფლიომ ნახა როგორ ედგათ ნარები მწვალებელთა პარტიას და იქ ადამიანებს რას უშვებოდნენ და ამ საშინელებების ჩასადენად სამეგრელო ქონდათ შერჩეული!

სამეგრელო, რომელიც თავისი კულტურით, ტრადიციით, ისტორიით, ბრძენი ხალხით, სტუმარ- მასპინძლობით და ვაჟკაცობით გამორჩეული კუთხე! ამ კადრების და ამ ფაქტის ნახვის მერე როგორ შეგეძლო ზუგდიდელ კაცს, ამ მწვალებლებთან რამე საერთო გქონოდა?! რამე შეხებაში ყოფილიყავი ნაციონალურ მოძრაობასთან?! ამიტომაც ღირსი ხარ რომ ხაბეს გადაყენებული დაგერქვას შენ და ასე გაბრძანდე ქართული პოლიტიკიდან! უპრინციპოების და უთავმოყვარეების თავშესაფარი არ არის პოლიტიკა”. – წერს ირაკლი ზარქუა.

შეგახსენებთ, “ნაციონალური მოძრაობის” წევრთა ნაწილი პარტიაში ახალი თავმჯდომარის არჩევას ითხოვს. ამ ადამიანებს შორისაა თბილისის საკრებულოს დეპუტატი ირაკლი ნადირაძე, რომელმაც ბრიფინგი გამართა.

როგორც ნადირაძემ აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს უნდა ჰყავდეს ასობით ათასი მებრძოლი, ერთგული, პატრიოტი ამომრჩევლების ლეგიტიმაცია, რათა ქვეყნის თავისუფლებისთვის ახალი ენერგიით, ახალი გეგმით იბრძოლონ.

ამავე თემაზე:

„წარმოუდგენელია, დღეს, როდესაც მესამე პრეზიდენტს კლავენ, სხვა რამეზე ვისაუბროთ.. არჩევნები თავად მელიას ინიციატივა იყო, მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი დრო, ადგილი და ფორმა“ – რას ამბობენ ენმ-ს დეპუტატები შიდაპარტიულ აზრთა სხვაობაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები