LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზარქუა: თუ ვინმეს ჰგონია, რომ სააკაშვილი მოინანიებს და ციხიდან გამოვუშვებთ, ტყუილია

100
1

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა პოლიტიკურ მხარეებს შორის შესაძლო შერიგების საკითხს ეხმიანება და აცხადებს, რომ მას ოპოზიციასთან შესარიგებელი არაფერი აქვს.

მისივე თქმით, თუ ვინმეს ჰგონია, რომ მიხეილ სააკაშვილი მოინანიებს და ციხიდან გამოუშვებენ, ესეც ტყუილია.

როგორც ზარქუა ამბობს, ოპოზიციამ შერიგება უნდა შეძლოს მოსახლეობასთან, რომელსაც, მისი თქმით, წლები ატერორებდნენ:

“მგონია, რომ ოპოზიციასთან არაფერი მაქვს შესარიგებელი. რადიკალურ ოპოზიციას აქვს ვალდებულება, დანარჩენი მოსახლეობა შემოირიგოს, მოინანიონ, ბოდიში მოუხადონ ტირანიის გამო. მიხეილ სააკაშვილი ჩემ მიმართ ბოდიშს მოიხდის თუ არა, არ მაინტერესებს, რადგან ჩემთვის ის ყოველთვის იქნება ჩვეულებრივი კრიმინალი, რომელმაც წლების განმავლობაში საკუთარი უფლებამოსილება ბოროტად გამოიყენა, კორუფციაში იყო ჩართული, ადამიანების უფლებები შელახა, ბიზნესი დაატერორა, ხალხი აწამა, დეპუტატები სცემა. მიხეილ სააკაშვილი ამის სიმბოლოა და მოინანიებს თუ არა, ჩემთვის ის ისეთად დარჩება, როგორიც არის.

თუ ვინმეს ჰგონია, რომ სააკაშვილი მოინანიებს და ციხიდან გამოვუშვებთ, ეს ტყუილია. შერიგება უნდა მოახერხონ მოსახლეობასთან, რომელსაც წლები ატერორებდნენ. პატიმარ სააკაშვილს მისჯილი აქვს კონკრეტულ დანაშაულებზე, მათ შორის სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით. აქედან გამომდინარე, რაღაც სექტა, გარკვეული ჯგუფი რომ მოითხოვს სააკაშვილის გათავისუფლებას, ამიტომ არის ქუჩებში ასკაციანი რაზმებით რომ დარბიან და არა მრავალრიცხოვანი.” – თქვა ზარქუამ.

შეგახსენებთ, ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ეროვნულ შერიგებასთან დაკავშირებით რამდენიმე დღის წინ წერილი გამოაქვეყნა. როგორც სააკაშვილი აცხადებს, ბრძოლა გამძაფრდება და არ გაჩერდება ხელისუფლების დამარცხებამდე, მისი თქმით, თუ მთავრობა გონს მოეგება და წავა ეროვნულ შერიგებაზე, ეს ყველასთვის საუკეთესო გამოსავალი იქნება.

ვიდეო: “შეიძლება, ცოტა დისტანცია დაიჭიროთ” – რას პასუხობს პრეზიდენტი სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვა

პრეზიდენტმა სააკაშვილი უნდა შეიწყალოს, ეს გამოსავალია: მანჯგალაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g