LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზარქუა: ვულოცავ ოპოზიციას წალენჯიხაში გიორგი ხარჩილავას მერად არჩევას, მას უყვარს ეს რაიონი, მის გვერდში ვარ ყველა პროექტში

935
1

“ქართული ოცნების” წევრი ირაკლი ზარქუა “ნაციონალური მოძრაობის” წევრს, გიორგი ხარჩილავას თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში გამარჯვებას და მერად არჩევას ულოცავს.

ზარქუამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ ხარჩილავას აღნიშნული რაიონი უყვარს და ასევე პირობა დადო, რომ მას გვერდში დაუდგება ყველა იმ პროექტში, რომელიც წალენჯიხელების ინტერესებს დააკმაყოფილებს:

“პარლამენტის სახელით მინდა ჩემს კოლეგას, ნინო ლაცაბიძეს რუსთავში გამარჯვება მივულოცო. დარწმუნებული ვარ რუსთავში ცვლილებები განვითარებისკენ მკაფიო იქნება. ვამაყობ, რომ ნინო ლაცაბიძე გახდა პირველი ქალი მერი რუსთავის ისტორიაში.

მე, ასევე, მინდა მივულოცო, ჩვენს ოპოზიციას ქალაქ წალენჯიხაში, გიორგი ხარჩილავას. მას უყვარს ეს რაიონი. სანამ ბატონი გიორგი იქნება წალენჯიხელების ინტერესების გამტარებელი, ჩათვალოს, რომ მე მის გვერდში ვარ ყველა იმ პროექტში, საკითხში, რაც ჩემი რაიონის, ჩემი წალენჯიხელების ინტერესებს დააკმაყოფილებს.

ასე რომ, ეს კიდევ ერთხელ მოწმობს იმაზე, რომ ჩვენ არ ვართ ჩასაფრებული. პირიქით, ვინც საქმეს გააკეთებს, ვინც ჩვენი მოსახლეობის მიერ არჩევნების შედეგად მოპოვებული მანდატის ღირსეულად შესრულებას დაიწყებს, ჩვენ მის გვერდით დავდგებით, მიუხედავად პოლიტიკური კუთვნილებისა”, – თქვა ირაკლი ზარქუამ.

შეგახსენებთ, ოპოზიციის მერობის კანდიდატი, რომელმაც თვითმმართველობის მეორე ტურში გაიმარჯვა და წალენჯიხის მერად აირჩიეს, “ნაციონალური მოძრაობის” წევრი გიორგი ხარჩილავაა. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები