LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზაურ დარგალი: ვრცელდება ინფორმაცია, რომ„ნაცმოძრაობა“ შულავერში მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლის მოთხოვნით გზის გადაკეტვას გეგმავს, ეს პროვოკაციაა

214
FBFFAFC3-B59B-4820-9389-315553BB6F9A

„ქართული ოცნების“ მარნეულის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარის, ზაურ დარგალის განცხადებით, მარნეულში ოპოზიციის მხრიდან პროვოკაციებს ელიან.

ეს განცხადება დარგალმა ადგილობრივი ორგანიზაციის ოფისში საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

ზაურ დარგალის განცხადებით, შულავერის ადმინისტრაციულ ერთეულში „ნაციონალური მოძრაობა“ მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლის მოთხოვნით აქციასა და საავტომობილო გზის გადაკეტვას გეგმავს.

„ქართული ოცნების“ წევრები მოსახლეობას მოუწოდებენ, არ აყვნენ კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს და არ გადაკეტონ ცენტრალური მაგისტრალი, რადგან ქმედებამ შესაძლოა, მოსახლეობაში დაპირისპირების მიზეზი გახდეს.

ამასთან, ზაურ დარგალის თქმით, იმ შემთხვევაში თუ მსგავს ქმედებას ადგილი ექნება, სამართალდამცავები ადეკვატურ ზომებს მიიღებენ.

„ეს გახლავთ „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან წინასაარჩევნოდ დაგეგმილი დესტრუქციული და პროვოკაციული ქმედებების გაგრძელება“, – განაცხადა დარგალმა.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ადგილობრივ ოფისში ზაურ დარგალის განცხადებას უპასუხეს და აღნიშნეს, რომ ინფორმაცია თითქოს „ნაცმოძრაობა“ გეგმავს აქციის ორგანიზებას სიმართლეს არ შეესაბამება.

ადგილობრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელის, გიორგი მუმლაძის განმარტებით, თუ მოსახლეობა საკუთარი აზრის დაფიქსირებას და რაიმე ფორმით პროტესტის გამოხატვას გადაწყვეტს, ეს მათი კონსტიტუციური უფლებაა და ხელი არ უნდა შეუშალონ.

„არანაირი აქციის ჩატარებას არ ვგეგმავთ. უფრო მეტიც, ერთ საათში დასავლეთ საქართველოში მივემგზავრები. თუ მოსახლეობა გადაწყვეტს რაიმე ფორმით აზრის დაფიქსირებას, ეს მათი კონსტიტუციური უფლებაა“, – განაცზადა გიორგი მუმლაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g