LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზაზა გახელაძე სასამართლოს განაჩენს არ გაასაჩივრებს

92
ბუტხუზა

ზაზა გახელაძე, რომელიც საოკუპაციო რეჟიმის უკანონო პატიმრობაში იმყოფება, ე.წ. სასამართლოს განაჩენს არ გაასაჩივრებს. აღნიშნული ინფორმაცია მის ოჯახს სახაზინო ადვოკატმა მიაწოდა.

გახელაძის მეუღლის ირმა ბუთხუზის თქმით, არ იცის, ზაზა გახელაძემ აღნიშნული გადაწყვეტილება რატომ მიიღო.

”ადვოკატს ვესაუბრე. ის კი ამბობს, რომ ზაზას გასაჩივრება არ უნდა. ჩვენ კი გვქონდა სურვილი, მაგრამ ეს ზაზას უნდა გაეკეთებინა. არ ვიცი, ასე რატომ გადაწყვიტა. ეს მისი გადაწყვეტილებაა და ჩვენ მის წინ ვერ წავალთ”. – განაცხადა, ბუთხუზმა.

შეგახსენებთ, რომ ზაზა გახელაძე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 11 ივლისს დააკავეს. მას საზღვრის უკანონო კვეთასა და ე.წ ”მესაზღვრეებისთვის” ცეცხლის გახსნას ედავებიან.

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლითა და ექვსი თვით უკანონო პატიმრობა მიუსაჯა.

ოკუპირებულ ცხინვალში უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის ე.წ. სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება

12 წელი და 6 თვე: უკუპირებული ცხინვალის სასამართლომ ზაზა გახელაძეს განაჩენი გამოუტანა

ეს არის უკანონო სასამართლოს მიერ გამოტანილი უკანონო განაჩენი – ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლები გახელაძის დაუყოვნებელ გათავისუფლებას მოითხოვენ

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები