LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზაზა ოქუაშვილი ადასტურებს, რომ რუსეთის მოქალაქეა

1538630192

„ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი ადასტურებს, რომ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეა.

როგორც ოქუაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა, მას ასევე აქვს ბრიტანეთის მოქალაქეობაც, ხოლო ის ფაქტი, რომ ფლობს რუსულ პასპორტს, მისი თქმით, კარგია. ზაზა ოქუაშვილი განმარტავს, რომ ის წლების განმავლობაში რუსეთში ეწეოდა ბიზნესსაქმიანობას, საიდან ინვესტიციებს საქართველოში ახორციელებდა.

„ინგლისისა და რუსეთის მოქალაქე ვართ ყველა. ჩვენ დავიბადეთ საბჭოთა კავშირში, ასეთად დამბადა დედამ და მამამ. როცა გავხდი 17 წლის, ავიღე საბჭოთა პასპორტი და ყველა ამას ვერ დააბრუნებს. რაც გამაჩნია, თუ ძალით არ გამომართვეს, მე არ ვაბრუნებ. ვმოღვაწეობდი რუსეთში, მყავს ბიძა, მეცნიერი და დეკანი, იყო მფრინავი, საბჭოთა კავშირში ვცხოვრობდით ჩვენ. რუსეთის პასპორტი ძალიან კარგია, რომ გვაქვს“, – განაცხადა ზაზა ოქუაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები