დღეს “ომეგა” ჯგუფის საქმეზე დაბარებული ბიზნესმენი ზაზა ოქუაშვილი დაკითხვაზე არ გამოცხადდება. “ომეგა” ჯგუფის ერთ-ერთი დამფუძნებლის ნატო ჩხეიძის თქმით, ზაზა ოქუაშვილი გამოძიებასთან თანამშრომლობას აპირებს , თუმცა იმის გამო, რომ საქართველოში არ იმყოფება, დღეს დაკითხვაზე ვერ მივა.
“ზაზა ოქუაშვილი არ გახლავთ თბილისში. ამიტომ ოპირდაპირ დაკითხვაზე ვერ მივა, მაგრამ არსებობს კანონით გათვალისწინებული პროცედურა, მაგალითად “სკაიპით” დაკითხვა, რაც სრულიად შესაძლებელია “- განაცხადა ნატო ჩხეიძემ
„ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი მედიაში გავრცელებულ აუდიოჩანაწერებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დღეს პროკურატურაში გამოკითხვაზეა დაბარებული. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის პროკურატურა ავრცელებს.უწყების ცნობით, ზაზა ოქუაშვილის ჩვენებას სამართალწარმოებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს.