ტელეკომპანია „მთავარმა არხმა“ გადაცემები, რომლებიც პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა, გააჩერა. „მთავარი არხის“ ჟურნალისტის, ტელეწამყვან ეკა კვესიტაძის ინფორმაციით, ამ ეტაპზე არხზე ფინანსური კრიზისია და მისი თქმით, ამის მიზეზი ოქრუაშვილია.
„მეგობრებო, რამდენიმე ძალიან ცუდი პოსტი წავიკითხე( რბილად შევაფასებ), რომ თითქოს გვარამია-ოქუაშვილის კონფლიქტის გამო გაითიშა არხი! ძალიან სამარცხვინოა ასეთი პოსტები ახლა, ძალიან. ოქუაშვილმა მოკლა არხი – არც ფული ირიცხება, არც სარეკლამო ხელშეკრულები იდება, ვერც დენის ფულს ვრიცხავთ და ვერც ინტერნეტის და ა. შ. და თქვენ წარმოიდგინეთ, თანამშრომლებსაც არ აქვთ ფული, რომ არხზე იარონ.
ვინც ერთი ჟურნალისტით და ერთი ოპერატორით საინფორმაციოს გაუშვებს ეთერში, Teo Giligashvili დაუთმობს სიამოვნებით თავის ადგილს. ასე რომ, სანამ რამეს დაწერთ, ცოტა დაფიქრდით ეს დამატებითი, გადაუჭრელი პრობლემები რომ არ იყოს, აქამდე თვეების განმავლობაში კაპიკებზეც ვმუშაობდით!!!“ – წერს კვესიტაძე.