დათუნა სარალიძე დღეს 20 წლის გახდებოდა.
ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის მამა შვილს დაბადების დღეს ემოციური პოსტით ულოცავს.
„გილოცავ მამი შენს დღეს იმიერ საქართველოში. არ მოიწყინო! მალე შევხვდებით,“ – წერს ზაზა სარალიძე.
ხორავას ქუჩაზე ორი არასრულწლოვანი 2017 წლის დეკემბერში მოკლეს. დავით სარალიძის ჯგუფური მკვლელობის ბრალდებით მიხეილ კალანდია 2019 წლის ზაფხულში დააკავეს.