LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზაზა სარალიძე პროკურატურის ეზოში თვითნებურად შევიდა – მოკლული არასრულწლოვნის მამა შეხვედრას ითხოვს [ვიდეო]

zaza-saralidze-702x320

ზაზა სარალიძე გენერალური პროკურატურის ეზოში თვითნებურად შევიდა და აცხადებს, რომ ტერიტორიას არ დატოვებს, ვიდრე პროკურატურიდან კითხვებზე პასუხს არ მიიღებს.

ზაზა სარალიძე დღეს პროკურატურაში საქმის პროკურორებთან შეხვედრას ელოდებოდა, თუმცა პროკურატურიდან მიიღო პასუხი, რომ პროკურატურა მზადაა მას მომავალი კვირის სამშაბათს შეხვდნენ.

პასუხმა ზაზა სარალიძის გაღიზიანება გამოიწვია და განაცხადა, რომ პროკურატურა უსინდისოდ იქცევა და ვიდრე მისი მოთხოვნების დაკმაყოფილება არ მოხდება, ის არ დატოვებს პროკურატურის ტერიტორიას.

https://www.facebook.com/mamebisimartlistvis/videos/408826106538664/?__xts__[0]=68.ARAQ9Ba1CwLhYkbQxU18kqvwBTdCKDSOXxwj7xzoGYXVRuKpunF07YBr2ULLZaxJqN44IoLqvul-LPscFKHqDJhq-3_ya799nziSKL1-lOcU8Zg3QabdZDZW0w33CrdSMU21hY2FP-epdf7xp_PlgFxFAHjqVD7GhcjfUtSRlE6FvtvTSbe4s9PmnvpLWWGwH4WttJANQPeME_eNUbtvQpDty2_s5CaQWgMV3-oN84db1p1vyxub-bWAnki03JHYTsXhSKMh8wqeJIhiVsLNHO24W9KPpC9p5k5hft-qZ8mK6JmaD8qmTvRs-rK1ymsbiHwbVGBVHwKkvv-WihYGjTgWbfPDWFt_pYZfJTZwsIskLl0NU-jhtQm5FqE-F7R4P-I&__tn__=H-R

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები