ხორავას ქუჩაზე მოკლულის დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ სასამართლო დარბაზი, სადაც მკვლელობის საქმის განხილვა მიმდინარეობს, პროტესტის ნიშნად დატოვა.
ზაზა სარალიძის უკმაყოფილება მასსა და პროკურორებს შორის კომუნიკაციის ნაკლებობამ გამოიწვია.
სარალიძის თქმით, სასამართლო პროცესები არის მხოლოდ თამაში.
„როგორც მოიაზრება სახელმწიფოს მხრიდან თუ კანონმდებლობის მხრიდან, პროკურორები არიან ჩემი უფლება წარმომადგენლები, ხომ ასეა? ადამიანი გამოდის და ზედაც არ მიყურებს, გზას აგრძელებს, მივდივარ, ვეკითხები რაღაცას და ვერაფერს ვგებულობ, მემალებიან. რა აზრი აქვს პროცესს რომ დავესწრო? ჩემი უფლებაწარმომადგენელი ზედაც არ მიყურებს. სამწუხაროდ, პროკურატურას მკვლელები არ გამოუვლენია და ახალ ფიგურანტებს ვერც მეორე ინსტანციის სასამართლო ვერ გამოავლენს. ჩემთვის ეს თამაშია,” – განაცხადა სხდომათა დარბაზიდან გამოსულმა ზაზა სარალიძემ.
