LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზაზა სარალიძემ სასამართლოს დარბაზი, სადაც მთავარი მოწმე იკითხება, პროტესტის ნიშნად დატოვა

ზაზა სარალიძე

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ სასამართლო დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა.

მისი თქმით, პროკურატურა ცდილობს, მ.კ. სანდო მოწმედ აქციოს. მისივე თქმით,  დარბაზში მ.კ.-ს მკვლელობის საქმეზე კითხვებს არ უსვამდნენ.

ზაზა სარალიძის თქმით, კითხვები ეხებოდა მხოლოდ მ.კ-ს მიმართ განხორციელებულ ზეწოლას, რაზეც გასამართლდა მისი ნათესავი მერაბ მორჩაძე. როგორც სარალიძემ აღნიშნა, მისთვის მნიშვნელოვან ყველა კითხვას ხვალ მთავარ პროკურორთან შეხვედრაზე დასვამს.

„უნდათ, რომ კალანდია სანდო მოწმედ დააბრუნონ. ხვალ უნდა შევხვდე პროკურორს და იქ დავსვამ განსაკუთრებულ კითხვებს. არ გავაჟღერებ ჯერ კითხვებს, რომ წინასწარ არ მოემზადონ. კალანდიას „გაპრავებას“ აპირებენ. კითხვები მხოლოდ ზეწოლას ეხებოდა და არა მკვლელობის ეპიზოდს. ფიზიკურად ვერ გავუძელი. ადვოკატებმა პროტესტი დააყენეს კითხვებზე. მოსამართლემ გაგაძევებ გარეთო, არადა ადვოკატს გადავუჩურჩულე, არაფერი მითქვამს. ხმა არ ამომიღია. ფაქტია, რომ ყველაფერი მიჰყავთ იქით, რომ კალანდია მკვლელი არ არის. ანუ ჩემი შვილი მოკლულია, მკვლელი არ არსებობს,“ – განაცხადა ზაზა სარალიძემ.

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის მთავარი მოწმე მ.კ. სააპელაციო სასამართლოში იკითხება.

magti 5g