LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზაზა სარალიძეს ბრალი წარედგინა

106

ზაზა სარალიძეს ბრალი წარედგინა, თუმცა სასამართლო პროცესამდე საპატიმრო ღონისძიება მოხსნილია, – ამის შესახებ “ფორტუნას” ზაზა სარალიძის ადვოკატმა ნესტან ლონდარიძემ განუცხადა.

მისივე თქმით, ეს იმას ნიშნავს, რომ მისი პალატის კარს ბადრაგი არ დაიცავს.

სასამართლო პროცესი სავარაუდოდ, ხვალ გაიმართება, სადაც აღკვეთის ღონისძიების საკითხს განიხილავენ.

ზაზა სარალიძეს ბრალად პოლიციელზე თავდასხმა ედება. შვილმოკლული მამა რუსთაველის გამზირზე აქციის დროს დააკავეს. ინციდენტი აქციაზე კარვის გაშლის მცდელობას მოჰყვა. კარვის გაშლის უფლება აქციის მონაწილეებს პოლიციელებმა არ მისცეს, რა დროსაც ზაზა სარალიძემ პოლიციელს ჯოხი ჩაარტყა და დააკავეს. მოგვიანებით ზაზა სარალიძე შეუძლოდ გახდა, ის ახლა ინგოროყვას კლინიკაშია მოთავსებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g