LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზაზა შენგელია ხვიჩა კვარაცხელიაზე: „როგორ შეიძლება ამ ბიჭს „ჰეითერები“ ჰყავდეს? ვერასოდეს და ვერაფრით ვერ გავუგებ მათ“

638
fot (1)

„ბრავო რექორდსის“ დამფუძნებელი ზაზა შენგელია „სტადიო მარადონაზე“ გამართულ დიდ ზეიმს ეხმაურება და წერს, რომ ქართველ ფეხბურთელს ხვიჩა კვარაცხელიას, რომელიც საქართველოს დროშით გამოჩნდა „სტადიო მარადონაზე“, ყველაზე დიდი ოვაციებით შეხვდნენ.

ვიდეო: ხვიჩა კვარაცხელია მარადონას სახელობის სტადიონზე საქართველოს დროშით გავიდა – ისტორიული კადრები

„ნეაპოლის დიეგო მარადონას სახელობის სტადიონზე, „ნაპოლის” გაჩემპიონების ცერემონიალზე, რამხელა ოვაციებით შეხვდნენ ხვიჩა კვარაცხელიას, რომელსაც საქართველოს დროშა ჰქონდა ზურგზე მოსხმული

იტალიის გარდა ტელესიგნალი მთელს მსოფლიოში გადაიცემოდა

რამხელა სიამაყეა მთელი საქართველოსათვის!

როგორ შეიძლება ამ ბიჭს „ჰეითერები“ ჰყავდეს? ვერასოდეს და ვერაფრით ვერ გავუგებ მათ“, – წერს ზაზა შენგელია.

ვიდეო: „სამუდამოდ” – ხვიჩა კვარაცხელია მარადონას სახელობის სტადიონიდან საოცარ კადრებს გვიზიარებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g