ხვიჩა კვარაცხელია დიეგო არმანდო მარადონას სახელობის სტადიონიდან დაუვიწყარ კადრებს გვიზიარებს.
ვიდეოში ჩანს, როგორ აღნიშნავს ქართველი ფეხბურთელი ჩემპიონობას მწვრთნელთან, ლუჩიანო სპალეტისთან ერთად.
ცნობისთვის, „ნაპოლის” ფეხბურთელებმა დიეგო არმანდო მარადონას სახელობის სტადიონზე ჩემპიონობა გულშემატკივრებთან ერთად აღნიშნეს.
კვარაცხელია მარადონას სახელობის სტადიონზე საქართველოს დროშით გავიდა და მაყურებელმა ისტორიული კადრები იხილა.
ცნობისთვის, სერია A-ს პირველივე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ სერია A-ში 12 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა შეასრულა.
აღსანიშნავია, რომ „ნაპოლი“ იტალიის ჩემპიონი ისტორიაში მესამედ გახდა.
ფოტო/ვიდეო: „დაიბადა, რომ იყოს ჩემპიონი” – ნიცა თავაძე ხვიჩა კვარაცხელიაზე