LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზაზა თელია: „კრეატინი ვერ იქნება უსაფრთხო დანამატი… არამარტო თირკმლის და ღვიძლის დაავადებების რისკი მატულობს, არამედ სათესლე ჯირკვლის კიბოს განვითარების რისკიც“

253
ზაზა თელია

„კრეატინი არ არის დანამატი, რომელიც არის უსაფრთხო“– ამის შესახებ პოდკასტში Sphero-სფერო, ექიმმა-დერმატოლოგმა, ზაზა თელიამ განაცხადა.

სპეციალისტი ამბობს, რომ კრეატინინის მომატება ორგანიზმში, იწვევს თირკმლის უკმარისობას:

„კრეატინი არ არის დანამატი, რომელიც არის უსაფრთხო იმიტომ, რომ ერთის მხრივ ფიზიოლოგიურად კრეატინს როდესაც ეგზოგენურად (გარედან) ვიღებთ, მას ახასიათებს დაშლა. კრეატინის დაშლის პროდუქტი არის კრეატინინი, ანუ დეგრადირდება და გარდაიქმნება კრეატინინში. კრეატინინი არის ნივთიერება, რომელიც როდესაც თირკმელი სხვადასხვა ნივთიერებებს გარდაქმნის, ამ შემთხვევაში წარმოიქმნება კრეატინინი და კრეატინინის მომატება ორგანიზმში, მისი მატება სისხლში, იწვევს თირკმლის უკმარისობას “, – ამბობს თელია.

ექიმი-დერმატოლოგი აღნიშნულ ინტერვიუს სოციალურ ქსელში თავის გამომწერებს უზიარებს და წერს:

„არამარტო თირკმლის და ღვიძლის დაავადებების რისკი მატულობს, არამედ სათესლე ჯირკვლის კიბოს განვითარების რისკიც, შესაბამისად ვერ იქნება უსაფრთხო დანამატი კრეატინი, იმის მიუხედავად რომ მეთოდოლოგიურად გაუმართავი ერთი მეტა-ანალიზი მის უსაფრთხოებას ირწმუნება“ – წერს თელია.

🛑 არამარტო თირკმლის და ღვიძლის დაავადებების რისკი მატულობს, არამედ სათესლე ჯირკვლის კიბოს განვითარების რისკიც. ლინკი…

Posted by Zaza Telia on ორშაბათი, 16 თებერვალი, 2026
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g