ზაზა ფაჩულია სეზონის დასრულების შემდეგ თავისუფალი აგენტი გახდება და “დალასთან” აღარაფერი დააკავშირებს. სავარაუდოდ, ის აღარ დარჩება “მავერიკსში”. უკვე გაჟღერდა სავარაუდო ტრანსფერები: “საკრამენტო” და “ჩიკაგო”.
yibada.com-მა კი ახალი ინფორმაცია გამოაქვეყნა, რომლის თანახმად ფაჩულია შესაძლოა, ტეხასის შტატში დარჩეს და “ჰიუსტონ როკეტსში” გადავიდეს.
დუაიტ ჰოვარდი სავარაუდოდ წავა “ჰიუსტონიდან”. დიდი შანსია, რომ “ჰიუსტონმა” კონტრაქტი სწორედ ჩვენებურს შეთავაზოს.
წყაროს ცნობით, ქართველი ვეტერანი “ჰიუსტონს” იაფი არ დაუჯდება, რადგან მას საუკეთესო სეზონი ჰქონდა.