ზაზა ფაჩულიასადმი მხარდაჭერამ მთელი საქართველო გააერთიანა. გამოხატვის საშუალება მრავალფეროვანია. ზოგი თემის აქტუალობაზე ქილიკობს, ზოგი ლექსად ამბობს სათქმელს, ზოგი მინიმალისტურად მხოლოდ ჰეშტეგს იყენებს და ა.შ.
გულშემატკივრებთან ერთად კომპანიებიც აქტიურად ზრუნავენ, რომ რაც შეიძლება მეტ ადამიანს მიაწვდინონ ხმა.
ვებ დეველოპერულმა კომპანია ”Smartweb”-მა ერთ საიტში NBAvote.ge-ში გააერთიანა ხმის მიცემის ინსტრუქცია, ზაზა ფაჩულიას მხარდამჭერი Facebook-ის ქავერები და პოსტერები.
საიტი ერთგვერდიანია და ვიზიტორს ერთ გვერდზე შეუძლია მისთვის საჭირო ინფორმაციის მოძიება. საიტის ქვედა ნაწილში განთავსებულია Facebook კომენტარების სისტემა, რომელიც გულშემატკივარს იქვე დაპოსტვის საშუალებას აძლევს.
შეგახსენებთ, რომ ხმის მიცემის დასრულებამდე ცოტა დრო დარჩა.
ზაზას All Star-ის მატჩში მოხვედრა რეალობაა.
რეალობას გულშემატკივრები ქმნიან.
#NBAVote Zaza Pachulia