ტყუპებზე მშობიარობის შემდეგ გარდაცვლილი შორენა ონიანის მეუღლე, გიგა ცხელიშვილი სოციალურ ქსელში ტყუპების მორიგ ემოციურ კადრებს ავრცელებს.
ფოტოები: „დაჩის და დანიელის დაბადების დღეა დღეს“ – გიგა ცხელიშვილი ტყუპების 1 წლის იუბილეს აღნიშნავს
ვიდეო: „რა ხდებოდა გადაღებაზე“ – გიგა ცხელიშვილი ტყუპების ფოტოსესიიდან უსაყვარლეს კადრებს აქვეყნებს
ტყუპებმა 12 ნოემბერს 1 წლის იუბილე იზეიმეს.
„ზეციდან დედა დაგლოცავთ, მიწაზე კი მამიკო დაიცავს…“ – წერს სოციალურ ქსელში გიგა ცხელიშვილი.
კადრებს სოციალურ ქსელში უამრავი ადამიანი გამოეხმაურა:
„იხარე გიგა შენი ვაჟკაცებით შორე როგორ მენანები რამდენი ლამაზი წუთები დაგაკლდა…
სულ მასე დალოცავთ დედიკო ზეციდან მამა კი ყველა ვხედავთ თავს გევლებათ პატარებო…
ღმერთო როგორი სევდიანი თვალები აქვს თქვენს მამიკოს შოშიებო იხარეთ პატარებო თქვენს მამიკოსთანთ ერთად .გული მეთუთქება ამ ბიჭის ცოდვით…“ – წერენ სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, ზესტაფონში მცხოვრები შორენა ონიანი გასული წლის ნოემბერში მშობიარობის შემდეგ გარდაიცვალა. მისი მეორე ნახევარი, გიგა ცხელიშვილი ტყუპ ბიჭებს ზრდის და ხშირად გვიზიარებს უსაყვარლესი ბავშვების ფოტოებს.
