LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზედამხედველობის სამსახური იმ სამშენებლო ობიექტს შეისწავლის, სადაც მუშა გარდაიცვალა

96

თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური იმ სამშენებლო ობიექტს შეისწავლის, სადაც მუშა გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

შემთხვევის ადგილზე ზედამხედველობის სამსახურის უფროსი გიორგი ბაგრატიონი იმყოფებოდა.

ქეთევან წამებულის გამზირზე, სასტუმრო „მეტეხის“ ეზოში სარემონტო სამუშაოების დროს მომხდარი უბედური შემთხვევის შედეგად ერთი მუშა გარდაიცვალა, ერთი კი მოტეხილობებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

სამშენებლო სამუშაოებს შ.პ.ს „დეკო“ აწარმოებს. წინასწარი ინფორმაციით, სატვირთო ამწე რომელიც საქარგილე კოჭების გადაადგილებას ახორციელებდა, ამოყირავდა. მომხდარზე დაიწყო გამოძიებაც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები