თბილისის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელმა, გეგი ნიჟარაძემ თანამდებობა დატოვა, ინფორმაციას “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.
მერიაში აცხადებენ, რომ გეგი ნიჟარაძემ თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.
ამ დროისთვის თბილისის მერაში რამდენიმე სამსახურის თანმდებობაა ვაკანტური. კერძოდ, არქიტექტურის, კეთილმოწყობის სამსახურების უფროსების, აგრეთვე, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ხელმძღვანელის თანამდებობა.