LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

”ზედაზენი” ნატურალურ წვენებს უცხოური ბრენდის ქვეშ გამოუშვებს

211

ლუდისა და უალკოჰოლო სასმელების  მწარმოებელი კომპანია ”ზედაზენი”  ნატურალური წვენების წარმოებას იწყებს.

როგორც ”ფორტუნას” კომპანიის დამფუძნებელმა ცეზარ ჩოჩელმა განუცხადა,   პროდუქციის წარმოებისთვის საჭირო უმაღლესი ხარისხის, თანამედროვე  დანადგარები ”ზედაზენმა” გერმანიიდან ჩამოიტანა და ამ ეტაპზე საწარმოში მათი მონტაჟის პროცესი მიმდინარეობს.

”ეს არის საოცრად მაღალი ხარისხის ტექნოლოგია, შესაბამისად, მის მონტაჟს ცოტა მეტი დრო სჭირდება. ამიტომაც, თუ დანადგარების დამონტაჟება განსაზღვრულ ვადებში დასრულდა, წვენების წარმოებას უკვე მიმდინარე წლის სექტემბრიდან დავიწყებთ”, – განაცხადა ჩოჩელმა. მისივე ინფორმაციით,  თავდაპირველად კომპანია 10 სახეობის წვენს გამოუშვებს.

”ეს იქნება აბსოლუტურად, 100 პროცენტით ნატურალური, უმაღლესი ხარისხის წვენები, რომლებიც არანაირ კონცენტრატებს არ შეიცავს. რაც შეეხება ნედლეულს, დავამზადებთ როგორც ადგილობრივი,  ისე უცხოეთიდან იმპორტირებული ნედლეულით”, – განაცხადა ”ზედაზენის” დამფუძნებელმა.

ცეზარ ჩოჩელი ამ ეტაპზე არ აკონკრეტებს რა ბრენდის ქვეშ გამოვა წვენები, თუმცა აცხადებს, რომ იქნება როგორც ადგილობრივი, ისე უცხოური ბრენდი.

წვენების წარმოება კი საგურამოში, „ზედაზენის” ქარხანაში განხორციელდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები