LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზედიზედ მეექვსე გამარჯვება: ქართველი მოჭადრაკე ლილე სვანაძე პრაღაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერია

211
ლილე სვანაძე

პრაღაში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ქართველმა მოჭადრაკემ, ლილე სვანაძემ გამარჯვება მეექვსედ მოიპოვა – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია ავრცელებს.

ჭადრაკის ფედერაცია: პრაღაში მიმდინარე ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ქართველი მოზარდები წარმატებით ასპარეზობენ

ფედერაციის ცნობით, ჩემპიონატზე მოასპარეზე რვა წლამდე ასაკის გოგონათა შორის ლილე სვანაძე უახლოეს მეტოქეებს ერთი ქულით უსწრებს.

„ლილე სვანაძემ ზედიზედ მეექვსე გამარჯვება იზეიმა, პრაღაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე რვა წლამდე ასაკის გოგონათა შორის!

ქუთაისელი მოჭადრაკე ექვსი ტურის შემდეგ ექვსი გამარჯვებით ჩემპიონატის ერთპიროვნული ლიდერია და ერთი ქულით უსწრებს უახლოეს მეტოქეებს!“, – აღნიშნულია საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

👑 ლილე სვანაძემ ზედიზედ მეექვსე გამარჯვება იზეიმა, პრაღაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე რვა წლამდე ასაკის გოგონათა…

Posted by საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია • Georgian Chess Federation on ოთხშაბათი, 28 აგვისტო, 2024
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g