LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზედიზედ ორი წლის განმავლობაში გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა – ღარიბაშვილი

58
ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, რომ საქართველოში ერთ წელიწადში დაახლოებით 100 000-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა.

2023 წლის მეორე ნახევარში ინფლაცია უნდა დაუახლოვდეს მიზნობრივ მაჩვენებელს - კობა გვენეტაძე

"მიგრაციამ, რომელიც საქართველოში განხორციელდა მოთხოვნა გაზარდა, რუსეთიდან გაიზარდა გადმორიცხვები, ტურიზმის აღდგენა ძალიან სწრაფი იყო".

“მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზს დავაზუსტებთ, ნაცვლად 8,5% გვექნება 10% ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ზედიზედ ორი წლის განმავლობაში გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, რაც არის სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგი. მინდა შევახსენო ყველას, რომ დაახლოებით 80 მილიარდი ლარი იქნება მთლიანი შიდა პროდუქტი ჩვენი ქვეყნის. ასევე, მინდა ვთქვა, რომ ბოლო ერთ წელიწადში დაახლოებით 100 000-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა, უმუშევრობა ჩამოვიდა ისტორიულ მინიმუმამდე, სიღარიბის შემცირებაც გვაქვს და ყველა მიმართულებით არის ზრდა”, – აღნიშნა ღარიბაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g