ნელი ფურტადო მუსიკალურ ინდუსტრიაში აქტიურად დაბრუნდა და უკვე არაერთი პერფორმანსიც შემოგვთავაზა. ის კონცერტს კონცერტზე მართავს, თუმცა საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღება მისი ვიზუალის, მომატებული კილოგრამების მიმართაა მიპყრობილი. 47 წლის არტისტის ცნობა მართლაც ძალიან რთულია. ნელი რადიკალურადაა შეცვლილი.
ამჯერად მან „ინსტაგრამზე“ ფოტოების მორიგი სერია გაავრცელა.
„ზედმეტი კილოგრამებიც კი გიხდება“, „იდეალურად გამოიყურები“, „შეუდარებელი ხარ“, – წერენ კომენტარებში.
შეგახსენებთ, გასულ წელს მან 7 წლიანი პაუზის შემდეგ ალბომი, „7“ გამოუშვა. დისკის მთავარი ჩანაწერია, Love Bites, რომელიც Tove Lo-თან და SG Lewis-თან კოლაბორაციას წარმოადგეს.
ნელი ფურტადოს წარმოუდგენელი ცვლილება – 47 წლის არტისტის ცნობა შეუძლებელია
