“გუნდი, რომელიც დღეს არსებობს უკიდურესად გამოცდილი და ერთგულებაზე დაფუძნებულია“, – ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს ახალი წევრი, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი ბოლო პერიოდში გავრცელებულ ინფორმაციას „ქართული ოცნების“ შიგნით მოსალოდნელ დაპირისპირებასთან დაკავშირებით.
მარიამ ქვირვიშვილის განცხადებით, წლების განმავლობაში „ქართული ოცნება“ გუნდურობით გამოირჩეოდა და ეს მისივე მოსაზრებით, აზრთასხვადასხვაობას არ გამორიცხავს, თუმცა ქვრივიშვილის მტკიცებით, რაიმე სახის უთანხმოებაზე საუბარი ზედმეტია. ამის შესახებ მან “ფორტუნას” გადაცემაში “დღის თემა” ისაუბრა.
"ეს ოცნების საკმაოდ ამბიციური გეგმაა" - 2024 წელს საქართველო ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გაკეთებას აპირებს, მარიამ ქვრივიშვილი შემაფერხებელ მიზეზებს ვერ ხედავს
"ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი მომდევნო პერიოდში იქნება შევქმნათ მყარი საფუძვლები, რათა 2024 წელს საქართველომ წარადგინოს ოფიციალური განაცხადი ევროკავშირის სრულუფლებიან წევრობაზე".
„ძალიან ჯანსაღი ინსტიტუტებით მიიღება სწორი გადაწყვეტილება, ერთმანეთის აზრების გათვალისწინებით. ეს არის ის მიდგომა, რასაც ჩვენ ვაგრძელებთ. გვაქვს დიდი გამოცდილება. გუნდურობა ყოველთვის იყო ჩვენი ძლიერი მხარე. რა თქმა უნდა, ზედმეტია აქ იმაზე საუბარი, რომ გუნდში ჰიპოთეტურად რაიმე სახის უთანხმოება არსებობდეს. პირიქით, მე შემიძლია გითხრათ, რომ არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე ერთიანობის განცდა გაძლიერდა.
ქვრივიშვილი “ქართული ოცნების” დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილებასაც გამოეხმაურა.
„რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილის წასვლა გუნდისთვის დიდი დანაკლისია. მას წლების განმავლობაში ჰქონდა უდიდესი ნდობა და სიყვარული, ეს დასაფასებელია. ამის აღნიშვნა კი რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია”. – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
ჩვენი მთავარი გამოწვევა კვლავ იქნება პანდემიასთან ბრძოლა და ეკონომიკის სწრაფი აღდგენა – “ოცნების” პოლიტსაბჭოს ახალი წევრი სამომავლო გეგმებზე საუბრობს