ზეინ მალიკის სადებიუტო ალბომი „Mind of Mine“ Billboard 200-ის სათავეში მოხვდა. აღსანიშნავია, რომ მუსიკოსმა დაამყარა რეკორდი და გახდა პირველი ბრიტანელი მომღერალი, რომლის სადებიუტო ალბომი ბრიტანულ და ამერიკულ რეიტინგებს ლიდერობს.
მეორე ადგილზე რეპერ K. Michelle-ის დისკი „More Issues Than Vogue“ იმყოფება. საუკეთესო ხუთეულში რიანა, ჯასტინ ბიბერი და ადელი უკანასკნელი ალბომებით მოხვდნენ.
Billboard 200-ის ტოპ-10-ეული ასე გამოიყურება:
- ზეინ მალიკი – “Mind of Mine”
- K. Michelle – “More Issues Than Vogue”
- რიანა – “ANTi”
- ჯასტინ ბიბერი – “Purpose”
- ადელი – “25”
- twenty one pilots – “Blurryface”
- Young Thug – “Slime Season 3”
- კრის სტაპლეტონი – “Traveller”
- Asking Alexandria – “The Black”
- The Weeknd – “Beauty Behind the Madness”