LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ჩემი პირველი ჰელოუინი“ – ჯიჯი ჰადიდმა და ზეინ მალიკმა ქალიშვილი გამოაჩინეს

156
35101386-0-image-a-32-1604214458657

ორი თვის წინ, 25 წლის მოდელი, ჯიჯი ჰადიდი და 27 წლის მომღერალი, ზეინ მალიკი მშობლები პირველად გახდნენ. მათ გოგონა შეეძინათ. აღნიშნული ინფორმაცია  ჯგუფ One Direction-ის წევრმა „ინსტაგრამის“ საშუალებით გაავრცელა.

„ჩვენი გოგონა უკვე აქ არის, ჯანმრთელი და ლამაზი“, – ასე დაასათაურა მალიკმა შავ-თეთრი ფოტო, რომელზეც პატარა მის თითს ეჭიდება.

ახლახანს ინტერნეტში ფოტო გავრცელდა, ჯიჯიმ და ზეინმა ქალიშვილი პირველად გამოაჩინეს. მართალია ახალშობილის სახე ჰალკის ემოჯითაა დაფარული, თუმცა ფოტოში კარგად ჩანს, რომ პატარას ჰელოუინის ტანისამოსი აცვია. მშობლებიც სადღესასწაულოდ არიან გამოწყობილნი. ჯიჯიმ სუპერგმირის ტანისამოსი მოირგო, ზეინმა კი ჰარი პოტერის როლი შეითავსა.

„ჩემი პირველი ჰელოუინი“ – ასე დაასათაურა ჯიჯიმ ქალიშვილის პირველი ფოტო სოციალურ ქსელში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები