LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზეინი პირველ სოლო ტურნეს გამართავს

184
89822617-0-image-a-28_1726665742

ყველასთვის ცნობილია, რომ ზეინი სოლო კარიერამდე, One Direction-ის წევრი იყო. ის ბოიბენდს 2015 წელს გამოეყო, 2016 წელს კი, ჯგუფმა ლიამ პეინისნაილ ჰორანისჰარი სტაილზისა და ლუის ტომლინსონის შემადგენლობით, უვადო შემოქმედებითი პაუზა აიღო.

ზეინი მუსიკალურ ასპარეზზე როგორც დამოუკიდებელი არტისტი, 2016 წლიდან გამოჩნდა. მალიკი კოლექტივიდან პირველი იყო, ვინც სოლო კარიერა დაიწყო და ამავე წლის მარტში, სადებიუტო სოლო სტუდიური ალბომი – Mind of Mine გამოუშვა.

ამ დროისთვის, 31 წლის მუსიკოსის სოლო დისკოგრაფია 4 ფირფიტას აერთიანებს, რომელთაგან ბოლო – Room Under the Stairs, 17 მაისს გამოვიდა.

გაირკვა, რომ კრებულის მხარდასაჭერად, ჯიჯი ჰადიდის ექს ბოიფრენდი, რომლისგანაც მას ქალიშვილი ჰყავს, პირველ სოლო ტურნეს გამართავს. Stairway To The Sky Tour-ით, ის 23 ოქტომბრიდან 3 დეკემბრამდე, ჩრდილოეთ ამერიკისა და ევროპის მასშტაბით იმღერებს და ჯამში, 11 კონცერტს ჩაატარებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები