ვიმუშავებთ, ვიბრძოლებთ ბოლომდე, ღიად და თამამად. ვიმუშავებთ შედეგისთვის სრული ენერგიით და მთელი ძალით. არ დავიღლებით, დავისვენებთ მაშინ, როცა გავიმარჯვებთ, ეს კი ნამდვილად მოხდება”, – ასე მოუწოდებს მორიგ ვიდეომიმართვაში უკრაინის პრეზიდენტი ქვეყნის მოქალაქეებსა და ჯარისკაცებს.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსეთთან მოლაპარაკებებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ მუშაობა სხვადასხვა დონეზე გრძელდება:
“ვაგრძელებთ მუშაობას სხვადასხვა დონეზე, რომ რუსეთს ამ სასტიკი ომის შეწყვეტა ვაიძულოთ. მოლაპარაკებებში უკრაინის წარმომადგენლები თითქმის ყოველდღიურად მონაწილეობენ. ეს ძალიან რთული, ზოგჯერ სკანდალურია, მაგრამ ნაბიჯ-ნაბიჯ წინ მივიწევთ.
განსაკუთრებული ასპექტი უსაფრთხოების გარანტიებია. ის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია არამარტო უკრაინისთვის, არამედ ყველა მეზობელი ქვეყნისთვის.” – თქვა ზელენსკიმ.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუს სამხედროებსაც მიმართა:
“მინდა, კიდევ ერთხელ გავუმეორო ყველა რუს მფრინავს, რომლებიც არ ფიქრობენ, რა დავალებას ასრულებენ. მშვიდობიანი მოქალაქეების მკვლელობა, ეს დანაშაულია და თქვენ ამის გამო პასუხს აგებთ. დღეს თუ ხვალ ეს არ არის მნიშვნელოვანი, მთავარია, რომ ეს პასუხისგება გარდაუვალია”, – თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.
უკაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში